თურქულმა ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines-მა დაადასტურა 4 ერთეული Airbus A350-900 წინასწარი შეკვეთს შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TurkicWorld-ი ავრცელებს.

​„ჩვენ ვამაყობთ იმ წვლილით, იმ უნიკალური პოზიციით რაც A350-ს აქვს ახალი თაობის ფართო ფიუზელაჟის თვითმფრინავებს შორის, შეუდარებელი ეკონომიკური სარგებლითა და ეფექტურობით, რომელიც ხელს შეუწყობს Turkish Airlines-ის განვითარებას. გრძელვადიანი თანამშრომლობა თურქეთის საავიაციო ინდუსტრიას, Turkish Airlines-სა და Airbus-ს შორის ფართოვდება და ძლიერდება“, – განაცხადა Airbus-ის კომერციულმა დირექტორმა კრისტიან შერერმა.

აღსანიშნავია, რომ A350 თვითმფრინავი არის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური გრძელმაგისტრალური ფართო ფიუზელაჟის მქონე თვითმფრინავი, რომლისთვისაც მიღებულია 1000-ზე მეტი შეკვეთა მსოფლიოში უდიდესი ავიაკომპანიებისგან და ლიდერია ტევადობის მქონე თვითმფრინავების კატეგორიაში – 300-410 მგზავრის დიაპაზონით. მიმზიდველი დიზაინით, ინოვაციური ტექნოლოგიით, აეროდინამიკით, დაბალი წონით და ახალი ძრავებით, ის ზოგავს 25 პროცენტს საწვავში, ოპერაციულ ხარჯებსა და CO2-ის გამონაბოლქვში წინა თაობის კონკურენტ თვითმფრინავებთან შედარებით და გთავაზობთ მშვიდი ფრენის კომფორტს (50 პროცენტით).