იდუმალი, დიდებული და ხმაურიანი – სწორედ ამ სიტყვებით შევაფასებთ ქალაქ სტამბოლს, რომელიც ერთდროულად ორ კონტინენტზე, ევროპასა და აზიაში მდებარეობს.
აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოემართებიან ტურისტები, რათა გაეცნონ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და დატკბნენ უძველესი ისტორიული შენობებით.
აქ მრავალი კულტურული ძეგლია, რომლებიც უძველესი იმპერიების კვალს ატარებს და მნახველს შორეულ წარსულში ამოგზაურებს.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია სტამბოლის მინიატურული პარკი, რომელიც “ოქროს რქის” სანაპიროზე მდებარეობს. პარკი გთავაზობთ მინი კულტურულ ძეგლებს, რომლებშიც გაერთიანებულია აზიური, ევროპული და ანტიკური სტილის მინი შენობები. მათ შორის არის ოსმალებისა და ბერძნების პერიოდიან აშენებული ცნობილი მეჩეთები, ტაძრები, ასევე ანტიკური არტემიდეს ტაძარი და სხვ. ამ მინიატურულ ფიგურებს შორის ზოგიერთი არის ხელით შექმნილი, ზოგიერთი კი ძველი პერიოდიდან მოყოლებული, რომელიც ისევ ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულობას. გპირდებით, რომ გაოგნდებით ამ პარკში ყოფნისას, რადგან თქვენს წინაშე მინი შენობებით უდიდესი ისტორია გადაიშლება.