აშშ-მ ჰიპერბგერითი თვითმფრინავი Talon-A (TA-1) გამოცადა. როგორც კომპანია Stratolaunch LLC-ის ვებგვერდიდან ირკვევა, ფრენა წარმატებით განხორციელდა.

„კომპანია Stratolaunch მოხარულია გამოაცხადოს, რომ Talon-A საცდელი თვითმფრინავის TA-1 პირველი კონტროლირებადი ფრენა წარმატებით დასრულდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ კომპანიამ აშშ-ს საზღვაო ძალების პროგრამის ფარგლებში ჰიპერბგერითი ფრენის განვითარების შესახებ კონტრაქტი მიიღო. მითითებულია, რომ მოწყობილობა გამოცდილია ჰაერიდან უსაფრთხო დაშვებისთვის, ძრავის აალებაზე, აჩქარებაზე, ასვლაზე და წყალზე კონტროლირებად დაშვებაზე.