დუბაიში გამართულ მსოფლიო პოლიციის სამიტზე (WPS) . ეს არის ჩვეულებრივი შუქნიშნისა და კვადკოპტერის ჰიბრიდი. უახლოეს მომავალში მოწყობილობას ადგილობრივი პოლიცია გამოიყენებს. ამის შესახებ Khaleej Times-ი იუწყება.

შუქნიშნის კორპუსი 3D პრინტერითაა დაბეჭდილი და მასზე ხელმისაწვდომია მხოლოდ მწვანე და წითელი ფერები, რათა სასწრაფოდ აიკრძალოს ან დაუშვას გზაზე მოძრაობა. შუქნიშანში ჩაშენებული ბატარეა უძლებს ფრენის 25 წუთს.

მფრინავი შუქნიშნის განთავსება იგეგმება გადატვირთულ გზებზე, სადაც ხშირია საცობები. თუ პოლიციას სასწრაფოდ სჭირდება გავლა, მაგალითად, კრიმინალის დასაჭერად, დრონები იღებენ ბრძანებას მართვის ოთახიდან და იწყებენ ფრენას გზაჯვარედინებზე.

ამ გზით შესაძლებელია სწრაფად მანქანების ნაკადის შეჩერება, რათა პოლიციამ ჩარევის გარეშე შეძლოს გავლა. დრონები ასევე გამოდგება სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის ან პოლიტიკური ავტომანქანებისთვის.

„ეს არის ერთ-ერთი პირველი ასეთი შუქნიშანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და გვჯერა, რომ ის მალე შევა წარმოებაში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ვიმედოვნებთ, რომ მალე დავიწყებთ ტესტირებას“, – განაცხადეს დრონის პროტოტიპის შემქმნელებმა.

ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც იმპროვიზირებული შუქნიშანი საგანგებო სიტუაციებში ან როდესაც შუქნიშანი ზიანდება გზაჯვარედინზე.