მთავარი აეროპორტები სტამბოლის ახალ აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა

სტამბოლის ახალ აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა

370

სტამბოლის ახალ აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა.

შესაბამისი ვიდეო უმსხვილესმა ავიაკომპანია Turkish Airways-მა გამოაქვეყნა მინაწერით “სტამბოლის ახალ აეროპორტში პირველი თვითმფირინავი ეშვება. თურქეთის ავიაცია იზრდება. Turkish Airways-ი იზრდება. თურქეთი იზრდება.”

პირველი მგზავრები თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი იყვნენ.

აეროპორტის მშენებლობა დასრულებული არ არის. ის ოფიციალურად 29 ოქტომბერს გაიხსნება, რის შემდეგაც ათათურქის აეროპორტის ნაცვლად რეგულარულ რეისებს სტამბოლის ახალი აეროპორტი მიიღებს.

31 ოქტომბრიდან კი ათათურქის აეროპორტი მხოლოდ სამთავრობო, სამხედრო და სატვირთო ბორტებს მიიღებს. სამომავლოდ კი როგორც აეროპორტი ფუნქციონირებას შეწყვეტს.

ახალი აეროპორტი წელიწადში 90 მლნ მგზავრის გატარებას შეძლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის მესამე აეროპორტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის იქნება, თუმცა ამ დრომდე ყველა ოფიციალურ დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც No3.

სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქიდან 35 კმ-ითაა დაშორებული და სტამბოლთან მეტროთი იქნება დაკავშირებული და ის 13 გაჩერებას გააერთიანებს. მეტროს ხაზის მშენებლობის პირველი ეტაპი წელს დაიწყება, ხოლო მეორე – 2021 წელს. წინასწარი გათვლებით პროექტის ბიუჯეტი 4,85 მლრდ თურქული ლირაა. მეტროს ახალი ხაზი მგზავრს საშუალებას მისცემს აეროპორტში 30 წუთში მოხვდეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობამ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც დაინახა, რომ აეროპორტი გაზრდილი მგზავრთნაკადის გატარებას სრულფასოვნად ვეღარ ახდენდა და ინფრასტრუქტურა უფრო მეტად გაფართოების საშუალებასაც აღარ იძლეოდა.