მთავარი სიახლეები Hyatt-ის მშენებლობას საპარტნიორო ფონდი 12 მილიონით დააფინანსებს

Hyatt-ის მშენებლობას საპარტნიორო ფონდი 12 მილიონით დააფინანსებს

118

რუსთაველი ფროფერთი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს შენობის ადგილზე Hyatt-ის ბრენდის სასტუმროს აშენებს, საპარტნიორო ფონდისგან 12 მილიონს მოიზიდავს.

კომპანიის დირექტორის მინდია გადაევის განცხადებით, ფონდთან თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.

მისი თქმით, მიმდინარეობს მხარეებს შორის ფინანსური ხელშეკრულების განხილვა, რომელსაც გარკვეული წინაპირობები გააჩნია და ზაფხულის ბოლომდე ხელშეკრულება გაფორმდება.

გადაევის ცნობით, ამ ეტაპზე შენობაში სამუშაოები არ მიმდინარეობს, რადგან კომპანიას ჯერ საინვესტიციო პაკეტის სრულად შევსება სურს, რის შემდეგ სამუშაოების შესრულებაზე გადავლენ.

ასევე არ დაწყებულა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან უკვე მოზიდული 39 მილიონი დოლარის გახარჯვა, ხოლო, ის სამუშაოები რაც კომპანიამ უკვე გაწია, საკუთარი სახსრებით დააფინანსა.

შეგახსენებთ, Hyatt Еegency Tbilisi -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობის დასრულება მისი დაწყებიდან 30 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 75 მლნ დოლარია.

წყარო:GBC