სომხურ ორგანიზაციებს Glide Adventures LLC-ს, Foundation for General Aviation of Armenia-სა და Aeroclub Aviator-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც აეროკლუბ ავიატორში განმარტავენ, მხარეები ერთმანეთს სთავაზობენ კოოპერირებულ თანამშრომლობას საკუთარი საქმიანობის ფარგლებში.

ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიზნებია:

• დამატებითი შეთანხმებების/მემორანდუმების გაფორმება;

• კომერციული და საერთო დანიშნულების ავიაციის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება;

• თემატურ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;

• ერთმანეთის პრესტიჟის ამაღლება.