თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი კომპანია სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ATC) კადრებს ეძებს. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია ეძებს ენერგიულ, ენთუზიაზმით აღსავსე, მიზანდასახულ და გამოცდილების გაღრმავების მსურველ კანდიდატებს – სასურველია ტექნიკური ალღო- რომელთათვისაც განვითარება მნიშვნელოვანია.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრეინინგ კურსებს გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებთან. მიზანი – მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება.

„კომპანიაში გვაქვს ვაკანტური პოზიციები, კერძოდ:

მღებავი

NDT ინსპექტორი (არამრღვევი ტესტირების ინსპექტორი) – (აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა)

სუფთა ოთახის ოპერატორი

ხარისხის ინსპექტორი – (აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა)

CNC ოპერატორი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე / CV აღნიშნული ელ-ფოსტის მისამართზე:

Vacancy@atccomposite.com“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა – „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Cyclon-ის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2018 წელს გაიხსნა.

საწარმო საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს სხვა ნაწილებს ამზადებს. საწარმოში დამზადებული პირველი პროდუქცია მსოფლიო ავიაციის უმსხვილესმა ავიაკომპანია „Boeing“-მა შეისყიდა. აღნიშნულ პროდუქციას ქარხანა ასევე მიაწვდის თვითმფრინავების მწარმოებელ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა: Airbus, Bombardier და სხვა.

ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო 300-მდე ადამიანს დაასაქმებს. ქარხანა ISO-ს სერთიფიკატსა და „Boeing“-ის შესაბამისობის სერტიფიკატს ფლობს.

„ელბიტი“ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კვოტირებული, მსოფლიოში აღიარებული მწარმოებელია და „ბოინგის“, „ეარბასის“, „ბომბარდიერის“, ასევე, მსოფლიოში ცნობილი სხვა მსხვილი კომპანიების პარტნიორია.