ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში TBC ბანკის ფილიალი გაიხსნა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომსახურების ცენტრით სარგებლობა, როგორც აეროპორტის მგზავრებს, ისე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში მდებარე TBC ბანკის ფილიალში მომხმარებელი ყველა ძირითად უნაღდო და ნაღდი სახის საბანკო მომსახურებების მიღებას შეძლებს.