სლოვაკეთში COVID-პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებში შევიდა ცვლილებები და სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 10 იანვრიდან მოქმედებს შემდეგი რეგულაციები:
ცვლილებები 2022 წლის 10 იანვრიდან:
• ეროვნული საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს 2022 წლის 23 თებერვლამდე.
• მოიხსნა კომენდანტი საათი.
• რესტორნები და კაფე-ბარები ღიაა მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის გამოჯანმრთელებული პირებისთვის (OP რეჟიმით).
• გაიხსნა საბავშვო ბაღები, დაწყებითი და საშუალო სკოლები. დაწესდა მკაცრი ანტი ეპიდემიური ზომები. სწავლის დაწყებამდე ტარდება PCR-ტესტები.
• შორ მანძილზე ავტობუსებით, საქალაქთაშორისო და ექსპრესს მატარებლებით მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებული, ტესტირებული ან კოვიდ გადატანილი პირებისთვის (OTP რეჟიმი).
• დაშვებულია მაქსიმუმ 6 ადამიანის ან ერთი ოჯახის წევრების შეკრება.
10 იანვრიდან დაშვებულია ყველასთვის (ვაქცინირებული, არა ვაქცინირებული):
• აუცილებელი მაღაზიები (სასურსათო, პირველადი საჭიროების ნივთები);
• აფთიაქი, სამედიცინო დაწესებულებები.
10 იანვრიდან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის წინ გამოჯანმრთელებული (OP რეჟიმი) პირებისთვის გახსნილია შემდეგი მომსახურებები:
• ყველა სახის მაღაზია;
• სილამაზის, კოსმეტიკური, მასაჟის სალონები და სოლარიუმი;
• ბიბლიოთეკები, გალერეები და მუზეუმები;
• თეატრი, კინო და სხვა კულტურული დაწესებულებები. ლიმიტი – მაქსიმუმ 50 კაცი.
• სათხილამურო კურორტები, ღია და დახურული საბაგიროები (დახურულ საბაგიროებში ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ტევადობის 25%-ს, ვენტილაცია და დეზინფექცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი);
• საეკლესიო მსახურება (მაქს. 30 ადამიანი, ან ერთი ადამიანი 25 კვ. მეტრზე);
• გამაჯანსაღებელი ფიტნეს ცენტრები (მაქს. 6 ადამიანი, ან ერთი ადამიანი 25 კვ. მეტრზე).
• სასტუმროები და სასტუმრო სახლები – განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის წინ გამოჯანმრთელებული (OP რეჟიმი) პირებისთვის დამატებით Covid PCR, ანტიგენის ან თვით-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში.
სრულად ვაქცინირებულად ითვლებიან შემდეგი პირები:
• პირები, რომლებმაც ჩაიტარეს ორდოზიანი ვაქცინის მეორე აცრა მინიმუმ 14 დღის წინ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის წინ;
• პირები, რომლებმაც ჩაიტარეს აცრა ერთჯერადი ვაქცინით მინიმუმ 21 დღის წინ, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის წინ;
• პირები, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კოვიდ-19-სგან და ჩაიტარეს კოვიდ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გამოჯანმრთელებიდან 180 დღის განმავლობაში (მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა გამოჯანმრთელებიდან);
• ბავშვები, 12 წლის და 2 თვის ასაკამდე.
კოვიდ -19-სგან გამოჯანმრთელებულად ითვლებიან შემდეგი პირები:
• პირები, რომლებსაც დადასტურებული ქონდათ კოვიდ-19 PCR ტესტით და გამოჯანმრთელდნენ კოვიდისგან ბოლო 180 დღის განმავლობაში;
• 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც დადასტურებული ქონდათ კოვიდ-19 ანტიგენის დადებითი ტესტის საფუძველზე, მათი პედიატრის მიერ 2021 წლის 15 ნოემბრამდე გაცემული საბუთით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.korona.gov.sk