უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp-მა TCO პროცედურა  (Third Country Operator Licence) გაიარა და ევროპის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მიიღო.

აღნიშნული სერტიფიკატი ავიაკომპანიას EASA-ს წევრი,  ევროპის 28 ქვეყნის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს. ავიაკომპანიას ასევე საშუალება ეძლევა ოპერირება განახორციელოს შვეიცარიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და  ლიხტერშტეინის ავიაბაზრებზე.

„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ავიაკომპანია SkyUp-მა ТСО პროცედურა გაიარა და ამით ავიაკომპანიას ევროპის მიმართულებით ფრენების განხორციელების საშუალება მიეცემა. პირველ ევროპულ მიმართულებებს უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ“, აცხადებენ SkyUp-ში.