2018 წლის სექტემბრში საქართველოში 892,463 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ  763,529 შეადგინა, ზრდა +5.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%).

ინფორმაცია  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან:  ესტონეთი +86%, შვედეთი +82%, ნიდერლანდები +79%, გერმანია +62%, ლატვია +48%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +38%, გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდაა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +111%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%,იაპონია +38%, ისრაელი  +36% და სხვა. ხოლო ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან და  (+27.8%), აზერბაიჯანიდან შედგა.  (+9.8%),