2018 წლის იანვარი-სექტემბრის თვის მონაცემებით საქართველოში 6,788,377 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,647,109 შეადგინა, ზრდა+12.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,772,102შეადგინა, რაც 568,398-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  (ზრდა +17.7%)

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+22.9%), აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთი (+0.1%) და თურქეთიდან (+17.2%)  განხორციელდა .პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან:  ესტონეთი +95%, ნიდერლანდები +59%,  რუმინეთი +58%, გერმანია +52%,ბელგია +50%, ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +43%და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +134%,ჩინეთი +90%, ბელარუსი +46%,ქუვეითი 36% და  ისრაელი +35%.

  ქვეყანა 2017: იანვარისექტემბერი 2018: იანვარისექტემბერი ცვლილება ცვლილება %
1 რუსეთი 902,859 1,109,706 206,847 22.9%
2 აზერბაიჯანი 987,638 1,094,847 107,209 10.9%
3 სომხეთი 955,482 956,076 594 0.1%
4 თურქეთი 760,868 891,751 130,883 17.2%
5 საქართველო (არარეზიდენტი) 346,362 363,766 17,404 5.0%
6 ირანი 235,338 242,739 7,401 3.1%
7 უკრაინა 136,869 141,181 4,312 3.2%
8 ისრაელი 89,905 121,548 31,643 35.2%
9 პოლონეთი 41,979 55,142 13,163 31.4%
10 გერმანია 34,312 52,288 17,976 52.4%
11 ბელარუსი 34,946 51,088 16,142 46.2%
12 ყაზახეთი 39,373 47,813 8,440 21.4%
13 საუდისარაბეთი 42,489 47,431 4,942 11.6%
14 ინდოეთი 31,235 37,936 6,701 21.5%
15 ა შ შ 27,159 32,951 5,792 21.3%