საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში ბაქო-ბათუმს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა სურს. ზურაბ პატარიძემ აზერბაიჯანულ ავიაკომპანია AZAL-ის პრეზიდენტს საკითხის განხილვის თხოვნით უკვე მიმართა.

ელჩს მიაჩნია, რომ პირდაპირი რეისების დანიშვნა მოქალაქეების გააქტიურებას და საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე კომფორტულიდა მარტივის გზით შეძლებენ გამგზავრებას. ზურაბ პატარიძის თქმით, AZAL-ის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქართული მხარე ხელს შეუწყობს აღნიშნული რეისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

მისივე თქმით, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მოაწყო 2 პრეს-ტური აზერბაიჯანის წამყვანი ჟურნალისტებისთვის და ქართული მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ ანალოგიური პრეს-ტურით, მომავალშიც ემასპინძლა აზერბაიჯანის მას-მედიის და ტურ-ოპერატორების წარმომადგენლებისთვის. თავის მხრივ, ჰაჯანგირ ასკეროვმა აღნიშნა, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტრებისთვის – წარმატებული რეფორმების, საგადასახადო პოლიტიკისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლებით.

ის იზიარებს საქართველოს ელჩის მოსაზრებას ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. AZAL-ის პრეზიდენტი დაპირდა პატარაძეს, რომ  გასცემს შესაბამის მითითებებს, რათა კომპანიის მომავალი წლის საფრენოსნო განრიგში გაიწეროს ბაქო-ბათუმის პირდაპირი ავიარეისი.

ზურაბ პატარაძემ გამოხატა მზადყოფნა, რომ საქართველოს საელჩო მაქსიმალურად ჩაერთვება საინფორმაციო და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, რათა დაგეგმილ ვადებში დაიწყოს რეისების შესრულება ბაქო-ბათუმის მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში სწრაფად და დინამიურად ვითარდება ტურიზმის სფერო და საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანი იმყოფება I ადგილზე, ძირითადი ქვეყნების ათეულში. ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს შავი ზღვის კურორტები და ტურიზმის დარგში საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, შესაძლებელი გახდა ზღვისპირა დასვენების სეზონის გახანგრძლივება, ტურისტული მარშრუტების დივერსიფიცირება, საქმიანი, სპორტული, ექსტრემალური და სხვა სახის ტურისტული მიმართულებების განვითარება. ამასთან, ზურაბ პატარაძემ ჯაჰანგირ ასკეროვს მიაწოდა ინფორმაცია მაღალმთიან აჭარაში დაწყებული ახალი, მსხვილბიუჯეტიანი, მაღალი კლასის სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობის შესახებ.

შეგახსნებთ, რომ ავიაკომპანია აზერბაიჯანის ავიახაზები (BUTA Airways) რეგულარულ რეისებს ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ასრულებს.