უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp-მა TCO პროცედურა (Third Country Operator Licence) გაიარა და ევროპის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მიიღო.
აღნიშნული სერტიფიკატი ავიაკომპანიას EASA-ს წევრი, ევროპის 28 ქვეყნის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს. ავიაკომპანიას ასევე საშუალება ეძლევა ოპერირება განახორციელოს შვეიცარიის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ლიხტერშტეინის ავიაბაზრებზე.
„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ავიაკომპანია SkyUp-მა ТСО პროცედურა გაიარა და ამით ავიაკომპანიას ევროპის მიმართულებით ფრენების განხორციელების საშუალება მიეცემა. პირველ ევროპულ მიმართულებებს უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ“, აცხადებენ SkyUp-ში.