უკრაინული “ლოუქოსტერის” SkyUp Airlines-ის ბორტებზე შესაძლოა ბიზნესკლასის მომსახურება დაინერგოს. 

ასეთი დასკვნა უკრაინულმა პრესამ ავიაკომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილის დარია ალექსეენკოს პასუხიდან გამოიტანა. 

“თვალი ადევნეთ SkyUp Airlines-ის სიახლეებს. ჩვენ დინამიურად განვითარებადი ავიაკომპანია ვართ. ჯერჯერობით, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომკლასზე, მაგრამ ჩვენ წინ მივიწევთ”, – ასეთი იყო დარია ალექსეენკოს პასუხი Aviaforum-2021-ის ფარგლებში დასმული შეკითხვაზე, რომელიც SkyUp Airlines-ის ბორტებზე ახალი კლასის მომსახურების გაჩენას ეხებოდა. 

ბიზნესკლასი ან მისი ანალოგი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებში იშვიათობას არ წარმოადგენს, რადგანაც ბოლო წლებში დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებსა და კლასიკურ ავიაკომპანიებს შორის, საშუალომაგისტრალურ ფრენებზე, ზღვარი პრაქტიკულად გაქრა.