ავიაკომპანია Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტის წევრები საქართველოში ვიზიტს აგრძელებენ. ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქუთაისის განახლებული აეროპორტი დაათვალიერეს, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და ახალი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა.

ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდე, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ევროპის 30-ზე მეტი მიმართულებით ასრულებდა.

Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს ევროპის 14 ქალაქში ასრულებს.