საქართველოს ავიაბაზარზე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines  ბრუნდება, რომელიც ერთთვიანი პაუზის შემდეგ, თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი აღდგენის დინამიკა გრძელდება.

“მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარია ჩვენი ქვეყნისთვის და მისასალმებელია, რომ ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Isr Air -ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება, რაც დადებითად აისახება როგორც ტურიზმის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის  გაძლიერებაზე  და დასაქმებაზე”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ისრაელური ავიაკომპანია ბათუმის მიმართულების რეისებს სექტემბერში შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. როგორც საქართველოში ისრაელის საელჩო საელჩოში განმარტავენ, ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ საქართველოში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს).

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.