უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა, რეპატრიაციის პროგრამის ფარგლებში, 6 მარტიდან 17 მარტამდე ისრაელში 1248 უკრაინელის ევაკუაცია მოახდინა.

ფრენები მოლდოვადან The International Fellowship of Christians-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ასევე, მეპატრონეებთან ერთად გადაიყვანეს 83 ცხოველი.

The International Fellowship of Christians-თან თანამშრომლობით, ავიაკომპანია კიდევ 1500 ადამიანის ევაკუაციას გეგმავს.

„უღრმეს მადლობას ვუხდი The International Fellowship of Christians-ს, უკრაინის საელჩოს მოლდოვას რესპუბლიკაში, ელჩს მარკ შევჩენკოს და პირადად სერგეი გუმენიუკს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად და ასევე ყველას, ვისი წყალობითაც ეს ფრენები სრულდება“, – განაცხადა SkyUp Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრი სეროუხოვმა.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, 17 მარტის მდგომარეობით SkyUp Airlines-მა ისრაელის ჰუმანიტარულ ფონდებთან ერთად 16 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება მოახდინა.