2022 წლის თებერვალში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ თებერვალში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 557,330 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა აშშ-ს ავიაკომპანია Continental Airlines-ი. თებერვალში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 184,999 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით თებერვლის განმავლობაში 163,410 ტონა ტვირთი გაატარა.

თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 150,655 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Geo Sky, რომელიც 2022 წლის თებერვალში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 75,029 ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • Turkish Cargo;
  • Continental Airlines;
  • Cargolux Airlines;
  • Georgian Airways Cargo;
  • Geo Sky.