COVID-19-ის გამო შექმნილი არასტაბილური გარემოს ფონზე უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ზაფხულის გეგმებს ცვლის. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე უკრაინელებისთვის რიგი ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილია. ამ გარემოებების გათვალისწინებით კი SkyUp Airlines-ი იძულებულია ზაფხულის სანავიგაციო პერიოდისთვის გაწერილ გეგმებს გადახედოს და მიმართულებების კორექტირება მოახდინოს.
კორექტირება შეეხება საქართველოს მიმართულებასაც. როგორც SkyUp Airlines-ის განცხადებიდან ირკვევა, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს აღარ შეასრულებს შემდეგ მიმართულებებზე:
? ლვოვი – ბათუმი – ლვოვი
? ზაპოროჟიე – ბათუმი – ზაპოროჟიე
? ოდესა – ბათუმი – ოდესა
? ოდესა – თბილისი – ოდესა
? ხარკოვი – თბილისი – ხარკოვი
SkyUp Airlines-ის განცხადებაში კიევი-თბილისი-კიევის და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე საუბარი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას იმედი აქვს, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ოპერირებას მოახერხებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივნისში ავიაკომპანია საქართველოს აეროპორტებში სულ 34764 მგზავრს მოემსახურა. შესაბამისად, გადაყვანილი მგზავრების მიხედვით ავიაკომპანიის პროცენტული წილი საქართველოს ავიაბაზარზე 5%-ს შეადგენს.