სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Lufthansa-თან ტექნიკური კონსულტაციები დაასრულა, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. მისი განმარტებით, ავიაკომპანია გერმანიასა და საქართველოს შორის ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. 

“საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკის მინისტრის დავალებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა მოლაპარაკებები, ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია Lufthansa-თან. შევჯერდით, რომ ფრენები დაიწყება 2 აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით. მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, ხოლო თბილისიდან მიუნხენში გამგზავრება შესაძლებელი იქნება ყოველ პარასკევს და ორშაბათს”, განმარტავს კარანაძე. 

ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება:

  • მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • თბილისი –  მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს;