უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი განიხილავს, რომ აეროპორტში რეგისტრაციის სერვისის ფასიანი გახადოს. ამ დროისათვის ეს სერვისი უფასოა და მგზავრს აეროპორტში რეგისტრაციისთვის დამატებით თანხის გადახდა არ უწევს. 

აეროპორტში “ლოუკოსტერების” შემთხვევაში, ჩასხდომის ბარათის მიღება ფასიანია და მათ სეგმენტს მიეკუთვნება SkyUp Airlines-ი, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სეგმენტში ოპერირებს. 

მაგალითად, აეროპორტში რეგისტრაციის სერვისი მგზავრს Wizz Air-ის შემთხვევაში 10-დან 30 ევრომდე უჯდება, ხოლო Ryanair-ის რეისებზე აღნიშნული სერვისისი ტარიფი 55 ევროა.

COVID-19-ის პირობებში SkyUp Airlines-მა ონლაინ რეგისტრაციის სერვისის დანერგვა დააჩქარა და სერვისი ოფიციალურად ივლისიდან გაუშვა. 

​ SkyUp Airlines-ის რეისებზე ონლაინ რეგისტრაცია რეისამდე 48 საათით ადრე იხსნება და 5 საათით ადრე იხურება.