უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ფონზე ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ბილეთების გაყიდვას აჩერებს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ბილეთების რეალიზაცია შეჩერებულია 9 მარტამდე.

ხოლო იმ მგზავრებს, რომელთაც გააჩნიათ ავიაბილეთები 24 თებერვლიდან 9 მარტამდე დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე, ავიაკომპანია თანხის უკან დაბრუნების საშუალებას აძლევს.