ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Easycharter-მა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა უზრუნველყო. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეისი გუშინ ლვოვს აეროპორტში შესრულდა.

“ვამაყობთ, რომ ასეთ რთულ დროს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი ვიყავი.

გუშინ, ლვოვის აეროპორტში მოვახერხეთ უკრაინელი ხალხისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება.

ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენი უკრაინელი კოლეგებისა და მთელი უკრაინელი ერის გვერდით, მათი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად”, – აღნიშნულია Easycharter-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.