უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი კიევიდან ლისაბონის მიმართულებით იწყებს რეგულარული ავიარეისების განხორციელებას. ავიაკომპანიამ მარეგულირებელს შესაბამისი ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრენები 2020 წლის 1-ელ მარტიდან, კვირაში ერთი სიხშირით, დაიწყება. SkyUp Airlines-ის საიტზე ჯერჯერობით ავიაბილეთების რეალიზაცია არ დაწყებულა.
SkyUp Airlines-ს პორტუგალიის მიმართულებით ფრენების განხორციელების გამოცდილება უკვე აქვს. ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, პორტუგალიის ქალაქ ფარუს მიმართულებით ასრულებდა ავიარეისებს.
აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-ი ოპერირებს საქართველოს ავიაბაზარზეც და შესაბამისად, ლისაბონში მოხვედრა “ლოუკოსტერის” ავიარეისებითაც გახდება შესაძლებელი. SkyUp Airlines-ის ბიზნეს მოდელის მიხედვით, საიტზე მგზავრს კომბინირებული ავიაბილეთის შეძენა არ შეუძლია. საქართველოს შემთხვევაში, მგზავრმა ავიაბილეთი ჯერ კიევის მიმართულებით უნდა შეიძინოს, ხოლო შემდეგ კიევიდან ლისაბონის მიმართულებით