კომფორტული მგზავრობა ბიზნეს ან პირველ კლასში, მინიმალური დანახარჯით, ფანტაზია აღარაა და ის რეალობად SkyLux Travel-მა აქცია. 

წელს SkyLux Travel-მა ამერიკაში ძვირადღირებული ცხოვრების სტილის ჯილდო (Luxury Lifestyle Award) მოიპოვა, საუკეთესო ძვირადღირებული ბიზნეს კლასის სამოგზაურო მენეჯმენტის კატეგორიაში.

მომხმარებელი SkyLux-ის მენეჯერთან სატელეფონო ზარის ან იმეილის მეშვეობით ათანხმებს ფრენის მოთხოვნებს და ბიუჯეტს, დანარჩენს კი კომპანიის 200-მდე სამოგზაურო ექსპერტი აკეთებს, რომელთაც ამ მიმართულებით მუშაობის 11 წელზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ.

ისინი კი ეძებენ საუკეთესო ავიაკომპანიას და ფრენას, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. 

შედეგად მომხმარებელს ბიზნეს კლასსა და პირველი კლასის ბილეთებზე 60-77%-მდე თანხის დაზოგვა შეუძლია.

კომპანიის განცხადებით, 24/7-ზე გათვალისწინებული იქნება, ბოლო წუთის ჯავშნები, სასტუმროს და ვილების, ასევე მანქანების თუ სხვა მოთხოვნების სერვისები. 

Luxury Lifestyle Award საერთაშორისო კონკურსია, სადაც 10000-ზე მეტი სერვისის შეფასება ხდება 400 სხვადასხვა კატეგორიაში 60 ქვეყნიდან.