უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე იანვარში 5 ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

იანვრის ფრენების განრიგის მიხედვით, რეისები 9-16-23-27-30 იანვარს განხორციელდება. თუმცა მოქმედი შეზღუდვების ფარგლებში ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოემსახურება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Skyup Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელში” და თავად ავიაკომპანიის ვებგვერდზე. გარდა კიევი-თბილისის ავიაბილეთებისა “ავიაქსელში” შესაძლებელია ასევე იმ მიმართულებებზე ტრანზიტული ბილეთების შეძენა, სადაც Skyup Airlines-ი ასრულებს ფრენებს.

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში ან იმ ქვეყანაში შესვლის პირობებს უნდა გაეცნონ, სადაც სურთ გამგზავრება.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Skyup Airlines-მა კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე აგვისტოში 3 ჩარტერული რეისი განახორციელა, სექტემბერში – 4 რეისი, ოქტომბერში – 2 რეისი, ნოემბერში – 4 რეისი, ხოლო დეკემბერში 5 რეისი.