უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი გეგმავს ბაზების გახსნას ეგვიპტის კურორტებზე. ამ გზით კი ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2024 წლის მარტის ბოლომდე გრძელდება, ტურისტებს მოემსახურება.
„განვიხილავთ ავიაკომპანიის ორი თვითმფრინავის განთავსებას შარმ-ელ-შეიხში და ორი-სამ თვითმფრინავს კი ჰურგადაში“, – განუცხადეს avianews-ს უკრაინულ ავიაკომპანიაში.
SkyUp Airlines-ის წარმომადგენელმა ასევე განუცხადა, რომ ავიაკომპანია გეგმავს ეგვიპტეში ოპერირებას ACMI კონტრაქტების მიხედვით, ე.ი. სველი ლიზინგი. ასეთი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ SkyUp Airlines-ი დამკვეთს ემსახურება უკრაინული თვითმფრინავებით და ეკიპაჟებით, დაზღვევით და ტექნიკურ მომსახურებით, ხოლო დამკვეთი იხდის ფიქსირებულ გადასახადს და ყიდის ბილეთებს დამოუკიდებლად.
საზღვარგარეთ სველი ლიზინგით თვითმფრინავების გაცემა უკრაინული ავიაკომპანიების ერთადერთი შესაძლებლობა იყო, გაეგრძელებინა მუშაობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. 2022 წლის 24 თებერვლიდან ქვეყნის ცა სამოქალაქო ავიაციის ფრენებისთვის დაკეტილია.
თავდაპირველად ამ აქტივობას SkyUp-ი და FlyUIA ახორციელებდნენ, რომლებიც იღებდნენ თვითმფრინავების გაქირავების შეკვეთებს ევროპული და თურქული ავიახაზებიდან.