გლობალური ავიაკომპანიების მონაცემთა პროვაიდერმა OAG-მა მსოფლიოს პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ივნისის განმავლობაში შესრულებულ რეისებს მოიცავს.

ვინ იყო ყველაზე პუნქტუალური და ვინ აგვიანებდა?

თითოეული ავიაკომპანიისთვის OAG-მა გამოითვალა გაუქმებული ფრენების პროცენტი, ასევე განრიგის სიზუსტე, ფრენების პროცენტი, რომლებიც დაგვიანებულია 15 წუთამდე. ამასთან, OAG-მა გაითვალისწინა თითოეული ავიაკომპანიის მიერ განხორციელებული ფრენების საერთო რაოდენობა.

OAG-ის რეიტინგში პირველი ადგილი გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა დაიკავა, რომელიც Lufthansa ჯგუფის ნაწილია. ივნისში კომპანიამ შეასრულა 16961 რეისი, საიდანაც 98%-ის შემთხვევაში დანიშნულების ადგილზე დროულად მივიდა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის ყველა ფრენის მხოლოდ 1% გაუქმდა.

პუნქტუალურობის მიხედვით, 95%-იანი სიზუსტით, მეორე ადგილზეა ავიაკომპანია Garuda Indonesia. ივნისში ავიაკომპანიამ 4770 რეისი შეასრულა, ხოლო ფრენების 0.1%-ი კი გააუქმა.

მეზობელი ქვეყნების ავიაკომპანიებს შორის აღსანიშნავია Royal Jordanian-ი, რომელიც მე-12 ადგილზეა 2953 რეისით, საიდანაც 87% შესრულდა გეგმის მიხედვით, ხოლო 0,5% გაუქმდა. Emirates-მა შეასრულა 13,389 რეისი, რომელთაგან 81% დროულად ჩამოვიდა და არცერთი არ გაუქმებულა.

რეიტინგში ბოლო, 126-ე ადგილი კანადურმა ავიაკომპანია Air Canada-მ დაიკავა. ავიაკომპანიამ ივნისში 34030 რეისი შეასრულა, საიდანაც მხოლოდ 49% დაეშვა დროულად, ხოლო 6,4% გაუქმდა.