უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ბათუმის მიმართულებით კიდევ ერთი უკრაინული ქალაქიდან იფრენს. “ლოუკოსტერმა” 2020 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში, ზაპოროჟიედან ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების დაწყებაზე განაცხადა. აღნიშნულ საჰაერო ხაზზე SkyUp Airlines-ი ფრენებს 2 ივნისიდან შეუდგება და კვირაში ორი სიხშირით იფრენს. ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპორიჟიეს მიმართულებაზე SkyUp Airlines-ი ოპერირებას ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.
SkyUp Airlines-მა ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპორიჟიეს ავიარეისებზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო. ბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 1 653 გრივნადანაა.
შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines-მა ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებაზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო. აღნიშნულ მიმართულებაზე ოპერირებას SkyUp Airlines-ი 2020 წლის მაისიდან შეუდგება.