Rooms Hotel Kazbegi-სა და Rooms Hotel Tbilisi-ს შემდეგ, კომპანია “აჭარა ჯგუფი” “რუმსის” ბრენდის ახალ სასტუმროს კურორტ კოხტა-მიტარბში ხსნის.
Ski-in Ski-out კონცეფციის Rooms Hotel Kokhta, „კოხტა გორას” საბაგიროსთან მდებარეობს და სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს.
Rooms Hotels პირველი ქართული ბრენდია, რომელიც დიზაინითა და არქიტექტურით გამორჩეული სასტუმროების საერთაშორისო კომპანია Design Hotels-ის წევრი გახდა. Design Hotels-ის სასტუმროები ქმნიან მსოფლიო ტრენდებს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით, გასტრონომიის სფეროში კი ისინი ნოვატორებად ითვლებიან.
Rooms Hotel Kokhta “აჭარა ჯგუფისთვის” დამახასიათებელი დიზაინითა და არქიტექტურული ელემენტებით გამოირჩევა. სასტუმროს რესტორანი კი სტუმრებს კომპანიის „ფერმიდან მაგიდამდე” კონცეფციის მიხედვით მომზადებულ კერძებს შესთავაზებს.

სასტუმრო Rooms Hotel Kokhta აერთიანებს:

● 95 ოთახი
● საკონფერენციო დარბაზებს
● რესტორანს
● სათხილამურო სერვისს: სკი დეპოს
● ლაუნჯ ბარს
● საცურაო აუზსა და სპორტულ დარბაზს

Rooms Hotel Kokhta-ს პროექტის განვითარებისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

სასტუმროში უკვე შესაძლებელია ოთახების დაჯავშნა.  

შეგახსენებთ, რომ “რუმსის” ბრენდის პირველმა სასტუმრომ – Rooms Hotel Kazbegi-მ პირველ სტუმრებს 2012 წელს უპასპინძლა და მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. Rooms Hotel Tbilisi კი 2014 გაიხსნა და მსოფლიო წარმატებით სარგებლობს.