უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp Airlines-ი კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს და ლვოვიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ 2020 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე SkyUp Airlines-ი ლვოვიდან იწყებს ასევე რეისებს ბარსელონასა და ბურგასის მიმართულებით.

ლვოვი-ბათუმი-ლვოვის საჰაერო ხაზზე SkyUp Airlines-ი ოპერირებას 29 მაისიდან დაიწყებს და რეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განახორციელებს. ბილეთის ფასი კი ლვოვი-ბათუმის მიმართულებაზე 1629 გრივნადან ($68) იქნება, ხოლო ბათუმი-ლვოვის მიმართულებაზე 1559 გრივნადან ($55). ავიაკომპანიამ ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines-მა ფრენების განხორციელება 2018 წლის აპრილიდან დაიწყო.