ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinopharm-ის 1 მლნ დოზა ვაქცინის საქართველოში ტრანსპორტირება ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია EasyCharter-მა უზრუნველყო. ავიაკომპანიან ტვირთი პეკინი-თბილისის რეისით ჩამოიტანა.

როგორც ცნობილია, საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!