ევროპის 16 უმსხვილესმა ავიაკომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ მგზავრებს გაუქმებული ფრენების საფასური 7 დღის განმავლობაში აუნაზღაურდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიის (EC) ინიციატივით იქნა მიღებული, რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ავიაგადამზიდავებს მოუწოდა, COVID-პანდემიის ფონზე, ყურადღება მიაქციონ გადახდების პრობლემებს.

ევროკომისიის ინფორმაციით, საუბარია შემდეგ ავიაკომპანიებმზე: Aegean Airlines, Air France, Alitalia, Austrian Airlines, British Airways, Brussels Airlines, Easyjet, Eurowings, Iberia, KLM, Lufthansa, Norwegian, Ryanair, TAP, Vueling და Wizz Air.

სხვა ვალდებულებები, რომელთა შესრულებაზეც ისინი შეთანხმდნენ, მოიცავს: მგზავრებს უფრო მკაფიოდ ეცნობებათ თავიანთი უფლებების შესახებ ავიაკომპანიის მიერ ფრენის გაუქმების შემთხვევაში; შეეთავაზებათ კომპენსაციის სხვადასხვა ვარიანტი (აიღეთ ბილეთი სხვა მარშრუტზე, დაიბრუნეთ ფული ან მიიღეთ ვაუჩერი);
ვაუჩერები გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი თავად ირჩევს ამ ვარიანტს; მგზავრებს, რომლებმაც დაჯავშნეს ფრენა შუამავლის საშუალებით, შეეძლებათ დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას და პირდაპირ მოითხოვონ ანაზღაურება.