უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ აქცია შეეხება თბილისი-კიევი-თბილისის მიმართულებით (ორმხრივ) ავიაბილეთებს, რომლის შეძენაც 10 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 1-ლი ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში დაიგეგმოს. 

როგორც ცნობილია, FlyUIA-ს ეკონომკლასის სატარიფო სქემა 3 ტიპის ავიაბილეთებს აერთიანებს. შესაბამისად Economy Lite-ს სატარიფო გეგმის ავიაბილეთების ფასი (0PC) 86 ევროა, Economy Standard-ს სატარიფო სქემის ბილეთის ფასი  (1PC) 129 ევრო, ხოლო Economy Premium-ის შემთხვევაში კი (2PC) 189 ევრო.

აღნიშნული ფასები მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელსც. 

დანიშნულების ქვეყნის ამჟამინდელი მოთხოვნების შესამოწმებლად ეწვიეთ IATA- ს ვებ-გვერდს:  https://www.iatatravelcentre.com/international-travel-document-news/1580226297.htm

იზრუნეთ უსაფრთხოებაზე და კომფორტზე მოგზაურობისას, COVID -19-ზე ტესტირების ჩატარებით მისაღებ ფასად FlyUIA-ს პარტნიორებთან – სამედიცინო ლაბორატორიებში –   https://www.flyuia.com/ua/en/services/sale-of-pcr-tests და სადაზღვევო პოლისის შეძენით https://www.flyuia.com/ua/en/services/travel-insurance#world_and_euro_packages