შვედეთის ქალთა ხელბურთელთა ნაკრების (18 წლამდე) მთავარი მწვრთნელი კოპენჰაგენის კასტრუპის აეროპორტში ბომბზე ხუმრობის გამო დააკავეს.

როგორც ირკვევა, შემოწმების დროს მწვრთნელი კონფლიქტში შევიდა აეროპორტის დაცვის სამსახურთან და კითხვაზე „რა არის შენს ჩემოდანში“, დაიყვირა „რა თქმა უნდა, ბომბი, კიდევ რა?“.

ამ სიტყების შემდეგ ტერმინალი დაიხურა და ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა.

„ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ ხალხის ნათქვამი. თუ ვინმე იტყვის, რომ მას აქვს ბომბი. ასეთ თემაზე ხუმრობა არ შეიძლება“, – განაცხადეს კოპენჰაგენის პოლიციაში.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტი თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო პარალიზებული. შემდეგ პოლიციის კორდონი მოიხსნა, გუნდის მწვრთნელი კი პატიმრობაში დარჩა.

მწვრთნელი ჩრდილოეთ მაკედონიაში 18 წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიემართებოდა. ეროვნული ნაკრების მენეჯერმა ჰანა ვოგელსტრომმა განაცხადა, რომ სპეციალისტს ჩემპიონატის მანძილზე მუშაობა უკვე შეუჩერეს. გააგრძელებს თუ არა ის გუნდის მწვრთნელობას ტურნირის შემდეგ, ჯერ უცნობია.