საჰაერო ტვირთების გადაზიდვების ბაზარზე Turkish Cargo ლიდერთა TOP-5-ში მეოთხე პოზიციაზეა.

Turkish Airlines-ის შვილობილმა კომპანია Turkish Cargo-მ საჰაერო ტვირთების გლობალურ ბაზარზე, World Air Cargo Data-ის (WACD) მიერ შედგენილ რეიტინგში მსოფლიოს 20 საუკეთესო საჰაერო სატვირთო კომპანიას შორის Turkish Cargo მეოთხე პოზიციაზეა. ​

THY-ის გამგეობის ხელმძღვანელისა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის აჰმედ ბოლათის განმართებით, ის დარწმუნებულია, რომ ​თურქული კომპანია 2025 წლისთვის მსოფლიო ლიდერების სამეულში მოხვდება.

WACD-ის მონაცემებით, Turkish Cargo-ს ამჟამად გლობალური საჰაერო ტვირთების ბაზრის 4,8 პროცენტი აქვს.

ბოლატმა თქვა, რომ თურქული კომპანიის მიერ გადაზიდული საქონლის ტონაჟი იზრდება.

„გასული წლის შედეგების მიხედვით, თურქული კარგოს ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 1,8 მლნ ტონას მიაღწია, რაც 59,43 პროცენტით მეტია 2017 წელთან შედარებით“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, დღეს თურქული კარგო პირდაპირ აწვდის საქონელს მსოფლიოს 100 წერტილში, რაც 56,98 პროცენტით მეტია 2018 წელთან შედარებით (73 აეროპორტი).

THY-ის გამგეობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2025 წლისთვის იგეგმება პირდაპირი ფრენების მაჩვენებლის გაზრდა მსოფლიოს 120 აეროპორტამდე.