ავიაკომპანiა NokAir-ის Boeing 737-800  ჩიანგ რაის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, Boeing 737-800 (ს/ნ HS-DBR), რომელსაც დონ მუანგის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩიანგ რაის აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ჩიანგ რაიში დაშვების შემდეგ თვითმფრინავი ძლიერი წვიმის გამო ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.

ინციდენტის შედეგად, ბორტზე მყოფი 163-ვე მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი არ დაშავებულა.