რუსეთის ბაზარზე ქართული ავიაკომპანიების საქმიანობის შეზღუდვის შემდეგ ავიაკომპანია Georgian Airways-ი ​მგზავრებს მარტივ გამოსავალს სთავაზობს – ფრენა თბილისი-ერევანი-მოსკოვის მარშრუტზე.

“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია Georgian Airways-ი საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს”, აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.