აეროპორტმა “სტამბოლმა” საპასპორტო კონტროლის ავტომატური სისტემა გაუშვა. აეროპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა კომპანია EGM-მ და “სტამბოლის” ოპერატორმა კომპანია IGA-მ პროექტ Fast Passport Pass-ის ფარგლებში ერთობლივად გაუშვეს ბიომეტრიული პასპორტ კონტროლის სისტემა, რომელიც დაზოგავს დროს და მგზავრის იდენტიფიცირებას 18-20 წამში ახდენს.

აეროპორტში ამ დროისათვის 30 ასეთი წერტილია: 16 მოფრენის ზონაში, 10 გაფრენის ზონაში, ხოლო 4 სატრანზიტო ზონაში.

ავტომატიზირებულად პასპორტ კონტროლის გავლა 18 წელზე მეტი თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ.