ავიაკომპანიამ Myway Airlines ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცესს იწყებს.

კომპანიის ცნობით, Myway Airlines-მა უკვე მიიღო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი შეტყობინება, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეზღუდებათ.

კომპანიის ცნობით, ყველა მგზავრს გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება. მგზავრებს თანხა იმ არხის საშუალებით დაუბრუნდებათ, რისი მეშვეობითაც მოხდა ავიაბილეთების შეძენა.

კომპანია აფრთხილებს კლიენტებს, რომ გაითვალისწინონ ბილეთების დაბრუნების პროცედურა შეეხება მხოლოდ 8 ივლისის შემდეგ დაგეგმილ ფრენებს.