დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კარანტინისა და იზოლაციის ვადა კიდევ შემცირდეს.

„კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიამიზი დამუშავების პროცესშია, იგივე 8 დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-დან 12 დღემდე აგვისტოს თვეში შემცირდა.

წყარო: 1tv