პირველ ეტაპზე,  ეფექტური იყო საზღვრის ჩაკეტვაც და საკარანტინე პოლიტიკაც, ახლა ცვლილებებისა და ადაპტაციის დროა, წერს facebook-ის პირად გვერდზე ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი.

თანდაშვილის განმარტებით, არსებული ვითარება საზოგადოებაში აჟიოტაჟს იწვევს. 

“ძალიან დიდ აჟიოტაჟს იწვევს საკარანტინე ზონების განგრძობითი პროექტი და რეგულარული ფრენების არ არსებობა მწვანე ზონებთან.

პირველ ეტაპზე, ნამდვილად ეფექტური იყო საზღვრის ჩაკეტვაც და საკარანტინე პოლიტიკაც, ახლა გავიდა უკვე ხანი და ცვლილებებისა და ადაპტაციის დროა.

-თვითიზოლაცია საჭიროების მიხედვით
– მწვანე ზონებთან ავიარეისების განხორციელება
– ისეთი ბიზნესების სუბსიდია სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს

ისე არა, ჰილტონის ნომერს მე რომ ვალაგებდი, რამეთუ პერსონალი არ ყოფნით…”, წერს თანდავილი.