მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 5 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Aeroflot-ის თვითმფრინავს აეროპორტში საგანგებო დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა.

ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა.

Aerofl-ის ლაინერი Sukhoi Superjet 100 (SSJ-100) შერემეტევოს აეროპორტიდან ქალაქ მურმანსკში მიფრინავდა.

ფოტო: РИА Новости