შემოდგომიდან საქართველოს ავიაბაზარს ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia-ი უბრუნდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ გააკეთა.
Thai AirAsia-მა საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული ფრენა 2019 წლის ბოლოსა და 2020-ის დასაწყისში შეასრულა.
„Thai AirAsia-ი მზადაა შემოდგომიდან ბანგკოკსა და თბილისს შორის ფრენები განაახლოს. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკი მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს ოპერირებას. ამჯერადაც რეისები იქნება ჩარტერული”, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.