ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანია Joby Aviation-მა, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შესვლის მიზნით, ხუთ ადგილიანი პილოტირებადი ტაქსის eVTOL-ის სერტიფიცირებისთვის განაცხადი შეიტანა.

ამ დროისთვის, კომპანია სერტიფიცირებულია აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) მიერ. თუმცა, FAA-ს დოკუმენტი შესაძლოა ასევე აღიარებული იყოს გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო ავიაციის ორგანოს (CAA) მიერ, რაც დააჩქარებს სტარტაპის შესვლას ბრიტანულ ბაზარზე.

„დიდი ბრიტანეთი და აშშ იქნებიან პირველი, ვინც გამოიყენებს ამ ტექნოლოგიას“, – თქვა Joby Aviation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯო ბენ ბევირტმა.

Joby eVTOL თვითმფრინავი განკუთვნილია 240 კმ-მდე ფრენისთვის, დაახლოებით 320 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით. მოწყობილობა იკვებება ექვსი ელექტროძრავით და „ვერტიკალური აფრენა და დაშვება საშუალებას აძლევს მას ფუნქციონირდეს თითქმის ნებისმიერ რელიეფზე“.

2022 წლის მარტში, მფრინავი ტაქსების სამეფოს საჰაერო სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობის შესასწავლად, Joby Aviation შეუერთდა გაერთიანებული სამეფოს საჰაერო კოსმოსური, თავდაცვისა და უსაფრთხოების სავაჭრო ასოციაცია ADS Group-ს და პარტნიორობდა ქვეყნის მთავარ საჰაერო ნავიგაციის სერვისების პროვაიდერთან, NATS-თან.