აეროპორტი “სტამბოლი“ დღეში საშუალოდ, 1333 ფრენის განხორციელებით, ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 13-19 ივლისის ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სტამბოლის აეროპორტმა, პარიზის შარლ დე გოლის და ამსტერდამის შიპოლის აეროპორტს გაუსწრო და ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა. EUROCONTROL-ის ანგარიშის მიხედვით, ანტალიის აეროპორტი კი დღიური 937 ფრენის განხორციელებით ევროპაში მე-7 ადგილზე გავიდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, დღიურად 3526 ფრენის განხორციელებით, თურქეთი, ევროპის საჰაერო ტრაფიკის მონაცემებით, მე-6 ადგილზეა.