კომპანია Skycab-ს, რომელიც მალე ავიაკომპანიად ჩამოყალიბდება, ახალი პარტნიორი ჰყავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, Skycab-სა და პოლონურ კომპანია Manufaktura Lotnicza sp. z o.o.-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, Skycab მთელს კავკასიაში ევროპული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა.

“ჩვენი კომპანიის ავიაპარკი ძალიან მალე შეივსება ინოვაციური, მრავალფუნქციური და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი თანამედროვე საჰაერო ხომალდებით, როგორიცაა გიროკოპტერი ARGON, XENON, C-22, C-44”, – აცხადებენ Skycab-ში.

შეგახსენებთ, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Skycab-ი მომხმარებელს ისეთ უნიკალურ საავიაციო სამუშაოების შესრულებას შეთავაზებენ, როგორიცაა:

სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სამუშაოები (მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლა; მავნე მწერებთან ბრძოლა; აეროთესვა).

აეროგადაღება (ტოპოგრაფიული რუკების შედგენა; გეოლოგიური დაზვერვა; ნიადაგისა და წყლის დაცვა და გამოყენება; სოფლის მეურნეობა; სატყეო მეურნეობა; ქალაქის დაგეგმარება და განვითარება).

აეროვიზუალური ფრენა/პატრულირება (ტყის პატრულირება; გარეულ ცხოველებზე დაკვირვება;ზვავსაშიში რაიონებისა და მყინვარების პატრულირება; მეტეოროლოგიური დაკვირვება;

საავარიო სამუშაოები (სასწრაფო სამედიცინო დახმარება; საძებნ და საავარიო-სამაშველო სამუშაოები; სატყეო და დასახლებული პუნქტების ხანძართან ბრძოლა).

კომპანიის გეგმებშია ასევე მგზავრთა გადაყვანა და ავიაციის სფეროში სასწავლო გაცვლითი პროგრამების განხორციელება.