შასის გაუმართაობის გამო რუსული ავიაკომპანია S7-ის თვითმფრინავი უკან მობრუნდა. S7-ის თვითმფრინავი, რომელიც ირკუტსკიდან ტოკიოს მიმართულებით ასრულებდა რეისს, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზად შასის გაუმართაობა დასახელდა. ინციდენტისას არავინ არ დაშავებულა.

რაც შეეხება მგზავრებს, ის დანიშნულების ადგილზე S7-მა სათადარიგო ბორტით გადაიყვანა.